ჯოზეფ ბაიდენი დმიტრო კულებას შეხვდა

26.03.2022 06:27

აშშ-ის პრეზიდენტი ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. რუსეთის ინტერვენციის დაწყებიდან ეს ჯო ბაიდენის პირველი შეხვედრაა უკრაინელ მაღალჩინოსნებთან. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტი შეუერთდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის შეხვედრას უკრაინელ კოლეგებთან. როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დმიტრო კულებამ დაწერა, 2+2 ფორმატის შეხვედრა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება.

რა ინფორმაცია ვრცელდება შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინაში - „მოამბე“ ლვოვიდან - რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani