რადიო ,,ათინათის'' დირექტორი - გია ხასია
რადიო „ათინათის“ ანძის დაბომბვის გამო, მედია საშუალებამ ერთი თვის განმავლობაში მაუწყებლობა შეწყვიტა. „ათინათის“ გამგეობის თავმჯდომარე გია ხასია ამბობს, რომ მაუწყებლობა ხელნაკეთი გადამცემით მალევე აღდგა, თუმცა, არა იმ სიმძლავრით, როგორც მანამდე იყო. მისივე ინფორმაციით, ტექნიკური დანაკლისის აღდგენა რადიომ საერთაშორისო ორგანიზაციების: აშშ საელჩო, WAR CHILD/Netherlands, ჰოლანდიური ორგანიზაცია - Press Now, ბრიტანული ორგანიზაცია „შერიგების რესურსები (Conciliation Recourses), და ლინკოლნიდან „ათინათის“ მეგობრების: ჯენი და ტომ კორდველების, ანასტასია და ჯო მკნალტების, ლარი დლაგაშის, მარგარეტ და რონ ჯოელის, პატრიცია და დელ ჰარიშების და სხვების დახმარებით შეძლო. „როდესაც დაიწყო დაბომბვა, მივხვდი რომ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს რადიო გადამცემს. მაშინვე დავრეკე ჩემს კოლეგასთან, რომელიც იქ მუშაობდა. დილითვე მინდოდა ასვლა, საღამოს, სიტუაციის შედარებით დასტაბილურების შემდეგ, ავედით. დაბომბილი იყო იქაურობა, ხოლო რაც დარჩა, ყველაფერი წაღებული. ასვლისას, მოსახლეობა გვეუბნებოდა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავით, რადგან აუფეთქებელი ჭურვები ეყარა ადგილზე. დიდი ზიანი მოგვადგა. შეწყდა მაუწყებლობა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე. ნახევარი წლის შემდეგ, ხუთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ერთი სამეგობრო ჯგუფის ფინანსური დახმარებით, აღვადგინეთ ანძა, შევიძინეთ გადამცემი და დავიწყეთ მაუწყებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ასევე, აფხაზეთში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ხელს ვუწყობთ ნდობის გაღრმავებას აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს შორის. რა თქმა უნდა „ათინათი“ მადლიერია იმ ორგანიზაციების და მეგობრების, რომლებმაც რადიოს მაუწყებლობის აღსადგენად ძალისხმევა არ დაიშურეს “, - აღნიშნა გია ხასიამ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სწავლის დაწყება GLC - ის ზუგდიდის განყოფილებაში
Radio Atinati
ზუგდიდის GLC ის სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო
Radio Atinati
პარტნიორობა DCFTA – ს წარმატებულად განხორციელებისთვის
Radio Atinati
ადვოკატი სასამართლო სხდომაზე: "ჩვენ ყველანი პოლიტიზირებულები...
Radio Atinati
რუხში ჰიპერმარკეტი "გორგია" გაიხსნა
Radio Atinati
სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებშ...
Radio Atinati
მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები ადგილობრივი თვითმმართველობ...
Radio Atinati
მეცენატი და ტერენტი გრანელის გულშემატკივარი იაკობ შანავა
Radio Atinati