საქართველომ რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო
საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სტრასბურგში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეთა საჩივრები არ მიიღო. „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, - ამ სახელწოდებებით ორივე სარჩელი დაუშვებლად გამოცხადდა. ავტორები, რომელთა უფლებებს რუსული საადვოკატო ფირმები იცავდნენ, საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში სდებდნენ ბრალს, მათ შორისაა სიცოცხლის ხელყოფა და წამების აკრძალვა. მთავარი არგუმენტი, რომ ცხინვალს რუსეთი ბომბავდა და მაშინ ქართული შეიარაღებული ძალები ადგილზე კონტროლს ვერ ახორციელებდნენ, სასამართლომ სრულად გაიზიარა. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ქართულ მხარეს ასეულობით მტკიცებულება ჰქონდა გაგზავნილი. სტრასბურგის 21 იანვრის ისტორიული გადაწყვეტილების კონტექსტში ეს ფაქტი თბილისში დეოკუპაციის გზაზე კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად განიხილება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი დავა მოიგო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველომ რუსეთს სასამართლო დავა მოუგო - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ისტორიული გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველომ რუსეთს სამართლებრივი ომი, სტრასბურგის შემდეგ, ჰ...
TV IMEDI
„ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ საქმის განხილვა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster