საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

21.01.2021 11:21

ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველო 12 წელი ელოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველომ რუსეთს 2008 წლის ომის საქმეზე დავა მოუგო. ეთნიკური წმენდა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, უკანონო დაკავებები, მკვლელობების გამოუძიებლობა, ქართული სოფლების გადაწვა, ძარცვა, ქონების განადგურება - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ ცხინვალსა და აფხაზეთზე სწორედ რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს და, შესაბამისად, ყველა დარღვევაზე ის არის პასუხისმგებელი. დიდი პალატის 17 მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩვენს ქვეყანას დღეიდან ხელთ აქვს მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პროცესში საქართველოს პოზიციებს სამართლებრივად ამყარებს.  რაც შეეხება 8-დან 12 აგსვიტომდე  შუალედსა და ამ პერიოდში მიმდინარე აქტიურ საბრძოლო  მოქმედებებს, - ეს სასამართლომ გამიჯნა და თქვა, რომ ხუთდღიანი ომის პერიოდი, რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება, რასაც სამი მოსამართლის პროტესტი მოჰყვა. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ზიანის ანაზღაურების საკითხი აქტიურდება. კომპენსაციების თემა ახლა ცალკე პროცედურით უნდა გადაწყდეს და მხარეებს პოზიციების წარსადგენად  ერთწლიანი ვადა აქვთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
04:53

საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

TV IMEDI

ინტერვიუ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან
17:17

ინტერვიუ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველომ რუსეთს დავა მოუგო
14:18

საქართველომ რუსეთს დავა მოუგო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველომ რუსეთს სასამართლო დავა მოუგო - შეფასებები
09:09

საქართველომ რუსეთს სასამართლო დავა მოუგო - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი დავა მოიგო
07:35

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი დავა მოიგო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიკვირა სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული განაჩენი
13:49

#ახალიკვირა სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული განაჩენი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველომ რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო
04:58

საქართველომ რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი დავა მოიგო
06:08

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი დავა მოიგო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო