ევროკავშირის სანქციები უნგრეთს

13.09.2018 02:41

ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები დააწესოს.

ევროპარლამენტმა ბუდაპეშტის წინააღმდეგ დისციპლინარული სამართალწარმოების დაწყებას - ევროკავშირის წესდების მეშვიდე მუხლის ამოქმედებას მხარი უკვე დაუჭირა.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ უნგრეთში კანონის უზენაესობა საფრთხის წინაშეა. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კი აცხადებს, რომ უნგრეთს მიგრანტების მიღებაზე უარის თქმის გამო სჯიან.

ბრიუსელთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, მომავალ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ემზადება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო