სანქციები რუსული ნავთობის იმპორტზე

29.05.2022 01:29

ევროკავშირის ქვეყნები სავარაუდოდ კომპრომისზე მუშაობენ, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე სანქციების დაწესება შეძლონ. მიზანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის მიღებაა,– ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემა წერს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უნგრელმა ლიდერმა რუსული ნედლი ნავთობისა და რაფინირებული საწვავის იმპორტის აკრძალვის შესახებ შეთანხმებამ იმ მოტივით დაბლოკა, რომ ასეთი ქმედება მძიმე დარტყმას მიაყენებდა უნგრეთის ეკონომიკას. არსებული ცნობებით, ახლა დიპლომატები განიხილავენ ვარიანტს, რომელიც შეამსუბუქებს თავდაპირველ წინადადებას რუსული ნავთობის ყოველგვარი იმპორტის სრული აკრძალვის თაობაზე და ამის ნაცვლად დროებით მაინც, მხოლოდ საზღვაო ხომალდებით მიწოდებულ მარაგებზე გამახვილდება ყურადღება. ეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე უნგრეთს მისცემს საშუალებას, განაგრძოს რუსული ნედლი ნავთობის ყიდვა მილსადენებით. როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი დიპლომატის თქმით, ნებისმიერი კომპრომისული გეგმა დეტალებზე იქნება დამოკიდებული და ნებისმიერი გამონაკლისი უნდა იყოს „რაც შეიძლება ვიწრო და ზუსტი“ შეთანხმების მისაღებად. ამ მიმართულებით, სანავთობო ემბარგოდან მილსადენების „გათავისუფლება“ ნიშნავს, რომ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ქვეყნები „აიღებენ საკუთარ თავზე ენერგეტიკული სანქციების ზემოქმედების სიმძიმეს“. გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე ევროკავშირის შეთავაზებაა, რომ მოხდეს რუსეთიდან საზღვაო გზით ნავთობის იმპორტის შეზღუდვა, ხოლო მილსადენების გამოყენებით, ენერგოპროდუქტების იმპორტს ჯერჯერობით ცვლილებები არ შეეხოს, რომ უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე
05:51

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეუთანხმებლობა ევროკავშირში ნავთობის ემბარგოზე
02:14

შეუთანხმებლობა ევროკავშირში ნავთობის ემბარგოზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის სანქციები რუსეთს
02:04

ევროკავშირის სანქციები რუსეთს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტი სრულად იკრძალება - ახალი სანქციები ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ
07:48

აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტი სრულად იკრძალება - ახალი სანქ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

რუსული ნავთობი და ჩინეთი
06:43

რუსული ნავთობი და ჩინეთი

პირველი არხი - 42-ე პარალელი

ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
02:11

ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ რუსული ომის მანქანა - ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთს
03:27

„ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ რუსული ომის მანქანა - ევროკავშირის ა...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ევროკავშირისა და აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთს
01:47

ევროკავშირისა და აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთს

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო