შეუთანხმებლობა ევროკავშირში ნავთობის ემბარგოზე
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს სავარაუდოდ ამ კვირაში წარადგენს. როგორც ვარაუდობენ, აღნიშნულ პაკეტში იქნება გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვით ევროკავშირი წლის ბოლომდე იტყვის უარს რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე. გერმანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან რუსეთიდან ნავთობის იმპორტი რაც შეიძლება მალე შეაჩერონ. რუსულ „შავ ოქროზე“ სრული ემბარგოს წინააღმდეგია სლოვაკეთი და უნგრეთი, რომლებიც 96 და 58 %-ით რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე არიან დამოკიდებული. თუმცა, როგორც მედია წერს, ევროკომისიის გეგმა ამ ქვეყნებისთვის გარკვეულ გამონაკლისს გაითვალისწინებს. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ევროპაში მწვავედ დგას, რუსეთის ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებაა. ამ საკითხზე იმსჯელეს ორგანიზაციის წევრმა ენერგეტიკის მინისტრებმა. მოლაპარაკებების დროს განიხილეს რუსეთის მოთხოვნა, რომ ევროპამ გაზის საფასური ევროს ნაცვლად რუბლში გადაიხადოს. ამ მოთხოვნას ევროკავშირი არ თანხმდება, რადგან ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევად მიიჩნევა. როგორც ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონსმა განაცხადა, ასეთ ვითარებაში ევროკავშირში ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ რუსეთი გაზის მიწოდებას შეუწყვეტს. მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განაახლონ საგანგებო ვითარების ეროვნული გეგმები, შექმნან ზამთრისთვის გაზის მარაგები და მოახდინონ ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვიქტორ ყიფიანი ევროკავშირში ნავთობის ემბარგოზე შეუთანხმებლობ...
Geocase Official
გიორგი გახარია პრემინისტრის თანამდებობიდან გადადგა
Giorgi Gakharia • გიორგი გახარია
რონდელის მსოფლიო რადარი
რადიო თავისუფლება
მოლდოვა გაზის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ წნელისთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეუთანხმებლობა მოსამართლეების დანიშვნაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეუთანხმებლობა მაჟორიტარების საკითხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster