რონდელის მსოფლიო რადარი

12/13/2023

🟧 13 დეკემბერს, 10:00-ზე „დილის საუბრებში“ – „რონდელის მსოფლიო რადარი“
🟠 თემებს შორის:
ბაიდენი ზელენსკის - „არ მინდა იმედია დათმო“.
ზელენსკი ბაიდენთან პირისპირ შეხვედრამდე - „ჩვენი მიზნები 2024-სთვის ნათელია: რუსეთის უპირატესობის მოცილება და მათი შეტევითი ოპერაციების ჩაშლა. ვფიქრობ, ეს რეალურია“.
სვლა ევროკავშირის 14-15 დეკემბრის საბჭოსკენ - ვინ რას ცდილობს, ვინ რას გამოივაჭრებს?.. რა იქნება კონსენსუსის ფასი?
ომში მყოფი სახელმწიფოს პრეზიდენტი აშშ-ში - „„მისი [პუტინის] იარაღი თქვენს წინააღმდეგ ახლა არის პროპაგანდა და დეზინფორმაცია. მაგრამ, შანსს თუ დაინახავს, მეტსაც იზამს“
ლოიდ ოსტინი - „ამერიკის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ამერიკის სიტყვა უნდა შესრულდეს“
ბაიდენისა და ნეთანიაჰუს საჯაროდ გამოხატული შეუთანხმებლობა ომის დასრულების პირობასა და დროზე, რეგიონის მომავალზე.
სამხრეთ კავკასია: ილჰამ ალიევის არჩევნები და აზერბაიჯანი-სომხეთის შეთანხმების პერსპექტივა.
🟧 რუბრიკის ავტორი და გადაცემის თანაწამყვანია, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი - ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი.
🟧 ოთხშაბათობით რუბრიკას წარმოგიდგენთ რადიო თავისუფლება და რონდელის ფონდი.
🔊 ჩვენი გადაცემების ყურება/მოსმენა შეგიძლიათ ყოველ სამუშაო დღეს, 10:00 საათზე - \"დილის საუბრების\" და რადიო თავისუფლების ფეისბუკის გვერდებზე, რადიო თავისუფლების Youtube-ზე და მოსმენა - რადიო \"პალიტრის\" სიხშირეზე - fm103.9.
გადაცემის მსვლელობისას, აქვე კომენტარების დაწერის გარდა, შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ნომერზე 5 95 95 00 55.

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან