ვითარება ოკუპირებულ წნელისთან
ჩორჩანაში მოწყობილ პოლიციის საგუშაგოსთან დაკავშირებით, დღეს შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, თუმცა მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება - ასეთი შედეგით დასრულდა დღის მეორე ნახევარში გამართული შეხვედრა, რომელსაც თბილისიდან ჩასულ დელეგაციასთან და დე ფაქტო რეჟიმთან ერთად, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი და ეუთო-ს წარმომადგენელიც ესწრებოდნენ. არაღიარებული რეჟიმი პოზიციას არ ცვლის, ჩორჩანაში განთავსებული ქართული საპოლიციო ბლოკ-პოსტის აღებას ითხოვს და საპასუხოდ, სოფლის მოსაზღვრე ოკუპირებულ წნელისში ე.წ. პოლიციის საგუშაგოს მოწყობას თავადაც აანონსებს. ქართული ბლოკ-პოსტის ასაღებად დე ფაქტო რეჟიმს ოფიციალური თბილისისთვის დრო დილის ექვს საათამდე ჰქონდა მიცემული. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ოფიციალური თბილისი პოზიციების შეუთანხმებლობას ადასტურებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ყველა მხარე სიტუაციის დასტაბილურების აუცილებლობაზე თანხმდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ოკუპირებულ ახალგორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ზოლთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებისთვს ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
TV IMEDI
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში - პოლიტიკოსების შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster