ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შარლ მიშელის თქმით, თავდაპირველად აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. სანქციების მეექვსე პაკეტის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება უნგრეთის პოზიციის გამო მოხდა, რადგან უნგრეთი ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე აკრძალვა რუსული ნავთობის იმპორტის 90 პროცენტზე გავრცელდება. ევროპელი ლიდერები ასევე შეთანხმდნენ რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვაზე და კიდევ სამი მსხვილი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ცნობით, საბჭომ ასევე დაადასტურა უკრაინისთვის ცხრა მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომელიც ქვეყნის აღსადგენად არის გათვალისწინებული. დასკვნით განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის მიერ უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადებზე მოსაზრებების მომზადებას და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის აგრესია უკრაინაში და ევროპის ენერგო-მომარაგება
ამერიკის ხმა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ძალაში შევიდა
Ajara TV
ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის სანქციები რუსეთს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სანქციების მე-6 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ
TV IMEDI
ქრონიკა 11:00 საათზე - 3 მაისი, 2022 წელი
TV IMEDI
გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე - “აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშ...
Georgian Government
ახალი სანქციები რუსეთს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster