ახალი სანქციები რუსეთს
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა ევროკავშირმა. ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, საფრანგეთი ავრცელებს. გაერთიანების ქვეყნების მიერ პაკეტის ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირი უარს იტყვის რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტზე, დაწესდება ემბარგო რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე. შეიზღუდება სატვირთო და საზღვაო გადაზიდვები რუსეთიდან და ბელარუსიდან. ამოქმედდება აკრძალვა რუსული ხიზილალისა და არყის იმპორტზე. კიდევ უფრო შეზღუდავენ რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტს, ასევე დააყადაღებენ ზოგიერთი რუსული სახელმწიფო ბანკის აქტივებს. ახალი სანქციები ევროკავშირის ჟურნალში ხვალ გამოქვეყნდება და ძალაში შევა. ამასთან ერთად, ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, დამატებით 500 მილიონი ევროთი დაეხმარონ უკრაინას. თანხა სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად გამოიყოფა. სანქციებს აფართოებს შეერთებული შტატებიც. ე.წ. შავ სიას რუსეთის რვა მოქალაქე და 29 ორგანიზაცია დაემატა. ამერიკულ ბაზარზე წვდომა შეეზღუდება რუსეთის „გაერთიანებულ ხომალდ მშენებელ კორპორაციას“ და ალმასების მომპოვებელ კომპანია „ალ-როსს“. აქვე შეგახსენებთ, რომ კიევში ვიზიტით გაემგზავრნენ ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი. ისინი უკრაინის დედაქალაქში პოლონეთიდან ჩავლენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ახალი სანქციები რუსეთს
Euronews Georgia
ახალი სანქციები რუსეთს, მისია მარსზე და ახალი სოციალური ქსელ...
ამერიკის ხმა
ევროკავშირისა და აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთს
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტი სრულად იკრძალება - ახალი სანქ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ახლი სანქციები რუსეთისთვის - მსოფლიო პუტინის წინაღმდეგ
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ რუსული ომის მანქანა - ევროკავშირის ა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
აშშ-მა რუსეთს სანქციები დაუწესა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი დეტალები „სკრიპალების საქმეში”
პირველი არხი Georgian Public Broadcaster