საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, საქართველო უნგრეთის უპირობო მხარდაჭერას იღებს. ბუდაპეშტში პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. უნგრეთის პრემიერმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და ივნისში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარს დისკრიმინაციული უწოდა და ევროპულ სტრუქტურებში ოფიციალურ თბილისს დახმარების და მხარდაჭერის პირობა მისცა. ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის და უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვის გარდა, ვიზიტის მთავარი თემა იყო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისი. საქართველოს გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების სავარაუდო მარშრუტები ორბანმა ქართველ კოლეგასთან განიხილა და დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით აზერბაიჯანიდან დენის მიღებაც სურს. სამომავლო ენერგეტიკულ პროექტებზე საუბარი მომავალ წელს თბილისში გაგრძელდება, უნგრეთის პრემიერი საქართველოში აპირებს ჩამოსვლას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნგრეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო
Georgian Government
საქართველოს პრემიერის ვიზიტი უნგრეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უნგრეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე უნგრეთ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უნგრეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო დატოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster