უნგრეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ტიბორ ბენკოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ტიბორ ბენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. მანამდე კი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ამის შემდეგ კოლეგებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებს, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურას, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ორმხრივი თანამშრომლობის ოქმს, რომელიც ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უნგრეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თინათინ ხიდაშელი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ელჩ...
Irakli Garibashvili
შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან
Irakli Garibashvili
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსულ-უკრაინული კონფლიქტი გრძელვადიან გლობალურ განზომილებაში...
Zaza Tsotniashvili