ადგილობრივები: ზუგდიდში ახალრეაბილიტრებულ ქუჩაზე ეზოები იტბორება
ზუგდიდში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებული სანიაღვრე არხი წყალს ვერ ატარებს. ამის შესახებ ამ ქუჩის მცხოვრებლები საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ წვიმის დროს სანიაღვრე არხის დაბალი გამტარუნარიანობის გამო რამდენიმე ეზო იტბორება. სწორედ აღნიშნულ საკითხზე შეხვდნენ ადგილობრივი დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ზუგდიდის ოფისში მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს. "რადგან ქუჩა ახლად რეაბილიტირებულია, პრობლემა იყო მოულოდნელი. სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ ადგილზე და დღევანდელი შეხვედრაც ამიტომ დაიგეგმა. მოგვისმინეს და მივიღეთ პასუხები მიზეზების შესახებ. დაგვპირდნენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრება. ვიმედოვნებთ, რომ შესრულდება დაპირება", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მერაბ დანელიამ. თავის მხრივ, მერიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სანიაღვრე არხების პრობლემა დროებითია. "დეტალურად ვუპასუხეთ მოსახლეობის კითხვებს. 70 ქუჩაზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია, რა დროსაც სანიაღვრე არხების გადმორთვას ვახდენთ, რის შემდეგაც სანიაღვრე არხების პრობლემა სრულად მოწესრიგდება", - თქვა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიგა მელიამ. ზუგდიდში კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რას ფიქრობენ ადგილობრივები ზუგდიდში გიგი უგულავას კანდიდატურ...
კვირა პლუსი
რას ფიქრობენ ადგილობრივები ზუგდიდში 170-მდე ახალი "ჭკვიანი კ...
Radio Atinati
დაპირისპირება ზუგდიდში კახათის 95-ე უბანზე, ერთმანეთს ნიკა გ...
Maestro Television
F5 -ის მესამე სეზონი ზუგდიდში
Livepress. ge
ჩიქობავას ქუჩის მოსახლეობამ სხვადასხვა მოთხოვნით გზა გადაკე...
Radio Atinati
ადგილობრივების მტკიცებით, ზუგდიდში, ერთ-ერთ ოჯახში ღვთისმშობ...
Radio Atinati
ზუგდიდში სავარაუდოდ წყლით მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Radio Atinati
ზუგდიდში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე შესაძლოა სასტუმრო აშენდეს
Radio Atinati