ზუგდიდში სავარაუდოდ წყლით მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შს სამინისტრომ ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე ადგილობრივების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ გამოძიება სსკ 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თეთრი გიორგი ქუჩიდან რვა ადამიანი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, აქედან მკურნალობას ექვსი აგრძელებს. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტებს გულის რევა, ფაღარათი და ცხელება აღენიშნებოდათ. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივები ჭის წყლის დაბინძურებას საკანალიზაციო მილის დაზიანებას უკავშირებენ. ადგილზე საკანალიზაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ლუდვიგ ფაიფერი“ ახორციელებს. პროექტის მენეჯერის დრაგან ჯორჯევიჩის თქმით, პრობლემა მათ მიერ ჩატარებულ სამუშაეოებს არ გამოუწვევია. „შეგიძლიათ ნახოთ რა დაშორებაზე ძველი საკანალიზაციო მილი ზედაპირთან. ის 30 მეტრშია და ნებისმიერ დროს შეიძლება დაზიანდეს. ამ მილზე სამი სახლია დაერთებული და კუსტარულად არის გაკეთებყული. ჩვენ გავუწევთ დახმარებას მოსახლეობას, მაგრამ ეს კანალიზაცია მოსაწესრიგებელია. ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ სოლიდარობის გამო მოგვაქვს მათთვის წყალი, დახმარებას ვცდილობთ“, - თქვა მან. მოსახლოებას ადგილზე შეხვდა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია. იგი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ამ საკითხს შეისწავლიან. მერი ასევე იმყოფებოდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, დაზარალებულები მოინახულა. მერიაში აცახდებენ, რომ თეთრი გიორგის ქუჩის მაცხოვრებლებს წყალს ყოველ დილით მიაწვდიან. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში სავარაუდოდ სააკაშვილის დედა...
TV IMEDI
ზუგდიდში მომხდარი ინციდენტისას დაკავებულის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში დევნილთა ახალ დასახლებაში ინფექცია გავრცელდა
Radio Atinati
მირანდა მესხი: ზუგდიდში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება
Radio Atinati
ზუგდიდში პოლიციელმა ბავშვს აქციაზე ფოტოების გადაღება დაავალა
Radio Atinati
სპეცოპერაცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
Radio Atinati
ძმის მიერ მოკლული მამაკაცი პროზექტურიდან საკუთარ სახლში გადმ...
Radio Atinati