თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ზუგდიდის ყოფილ მერთან, ლაშა გოგიასთან და ვიცე-მერთან, გია გულორდავასთან ერთად დაკავებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. თენგიზ ქობალია, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, 10 000-ლარიანი გირაოს, ხუტა ბაღათურია, რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქმის პროკურორის განცხადებით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა პირებმა აღიარებითი ჩვენება მისცეს. რაც შეეხება, ზუგდიდის მერსა და ვიცე-მერს, ისინი ამ ეტაპამდე ბრალს არ აღიარებენ. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს, გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებიან. თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ლაშა გოგია და გია გულორდავა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლოში ლაშა გოგიას და გია გულორდავას საქმე განიხილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა წოწერია: მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
Radio Atinati
სუს-მა თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკა...
Radio Atinati
ზუგდიდში თენგო ქობალიას მხარდასაჭერ აქციაზე ხმაურია
Radio Atinati
დაკავება ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქობალიას ადვოკატი: საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მ...
Radio Atinati