ზუგდიდში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის დაფინანსება შემცირდა

06/02/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის C ჰეპატოტის დიაგნოსტიკის დაფინანსება 50 ლარით შემცირდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გამგეობის სხდომაზე დღეს მიიღეს. აღნიშნულ საკითხს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა. მათი თქმით, ამ ეტაპზე თანხის შემცირება არასწორი გადაწყვეტილებაა.

„პროექტი რომელიც ც ჰეპატიტს ეხება ერთ-ერთი პროექტია, რომელიც კარგად მუშაობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსების შემცირება არსაწორი გადაწყვეტილებაა. ხალხს ისედაც უჭირს და ამ მომენტში არ შეიძლება ამის შემცირება. არის გამგეობაში იმის საშუალება, რომ სხვა ხარჯები შეამცირონ“, -თქვა გელა თოლორაიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის განყოფილების უფროსის სალომე ჩანგელიას განმარტებით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულთათვის კლინიკებმა მომსახურების ღირებულება დაწიეს, რამაც განაპირობა თანამდაფინანსების მაჩვენებლის შეცვლა.

„ჩვენ ვაფინასებდით დაჩენილი ტანხის 30 % , რაც სახელმწიფო პროგრამის შემდეგ რჩებოდა ბენეფიციარს გადსახდელი. 2017 წელიდან კლინიკებმა დაწიეს მომსახურეობის ფასი, აქედან გამომდინარე მაჩვენებელი შვცვალეთ. აქამდე იყო იყო 250 ლარი დღეს კი გახდა 200“ ,-განაცხადა სალომე ჩანგელიამ.
ამ ეტაპზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 233 ბენეფიციარი სარგებლობს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან