ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების კონცეპტუალური საფუძვლები

13.04.2021 06:08

შემეცნებითი ვიდეორგოლი ძალადობრივი ექსტრემიზმთან გამკლავების კონცეპტუალურ საფუძვლებზე, რომელშიც განმარტებულია ძალადობრივ ექსტრემიზმსა და მასთან გამკლავებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტერმინი და კონცეფცია. ვიდეორგოლი წარმოადგენს, ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სასწავლო პროგრამის პირველი მოდულის შეჯამებას. მოდული აღწერს ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სხვადასხვა კონცეფციის განვითარებას უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში და გააცნობს აუდიტორიას მნიშვნელოვან დოკუმენტებსა და რეზოლუციებს, მათ შორის ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქმედო გეგმასა და შერჩეულ ეროვნულ სამოქმედო გეგმებს. მოდული ამზადებს ნიადაგს ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების პრაქტიკული ნაწილის გასააზრებლად, წარმოადგენს მოსაზრებებს შესაძლებლობების, აგრეთვე ამ სფეროში ყველაზე გავრცელებული ფარული პრობლემების შესახებ და რეკომენდაციებს მათი თავიდან აცილების შესახებ. ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სასწავლო პროგრამა წარმოადგენს, ამ მიმართულებით, პირველ ქართულენოვან სასწავლო პროგრამას. იგი მომზადდა ორგანიზაციის „Search for Common Ground“ მიერ „Hedayah“-ს ცენტრთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „STRIVE Global“ ფარგლებში, ხოლო ქართული რეალობისთვის ადაპტირდა საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ. ვიდეო მომზადდა პროექტის “ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში - საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება” ფარგლებში, რომელსაც GCSD ჰედაიას ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. “ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება - კონცეფციების, პროგრამების შექმნისა და მოწინავე პრაქტიკის შესახებ გაცნობითი ხასიათის სახელმძღვანელო” შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - http://bit.ly/3h5biQR

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მოდული #1 - ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების კონცეპტუალური საფუძვლები
06:08

მოდული #1 - ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების კონცეპტუალუ...

TRC-Terrorism Research Center

ახალგაზრდების სპეციფიკის გააზრება და მათი ჩართვა ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავებაში
03:53

ახალგაზრდების სპეციფიკის გააზრება და მათი ჩართვა ძალადობრივ...

Georgian Center for Strategy and Development GCSD

მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები
03:35

მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის შ...

Georgian Center for Strategy and Development GCSD

თემის ლიდერების და ოჯახის წევრების ჩართვა ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სფეროში
03:34

თემის ლიდერების და ოჯახის წევრების ჩართვა ძალადობრივ ექსტრემ...

Georgian Center for Strategy and Development GCSD

ნარატივების და მასობრივიინფორმაციის საშუალებების როლის გაცნობიერება ძალადობრივი ექსტრემიზმის სფეროში
04:10

ნარატივების და მასობრივიინფორმაციის საშუალებების როლის გაცნო...

Georgian Center for Strategy and Development GCSD

მოდული #7 -  თემის ლიდერების და ოჯახის წევრების ჩართვა ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სფეროში
03:35

მოდული #7 - თემის ლიდერების და ოჯახის წევრების ჩართვა ძალად...

TRC-Terrorism Research Center

გენდერული დინამიკის გააზრება რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის სფეროში
03:52

გენდერული დინამიკის გააზრება რადიკალიზაციისა და ძალადობრივი...

Georgian Center for Strategy and Development GCSD

ძალადობრივ ექსტრემიზმზე რეაგირების მცდელობების მონიტორინგი და შეფასება
04:10

ძალადობრივ ექსტრემიზმზე რეაგირების მცდელობების მონიტორინგი დ...

Georgian Center for Strategy and Development GCSD

ყველა ვიდეო