რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობის უფლება შეუჩერდა
უკრაინაზე რუსეთის შეირაღებული თავდასხმის საპასუხოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს ორგანიზაციაში წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა - ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამგვარად, რუსეთს წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში. „ევროპის საბჭოს სტატუსის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტმა დღეს გადაწყვიტა, შეუჩეროს რუსეთის ფედერაციას მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია რჩება ევროპის საბჭოს წევრად და ევროპის საბჭოს კონვენციების მონაწილედ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის. ამავე განცხადების მიხედვით, წარმომადგენლობის უფლების შეჩერება არის დროებითი ზომები და ევროპის საბჭო ღიას ტოვებს კომუნიკაციის არხებს. რუსეთისთვის ევროპის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას საქართველოს წარმომადგენლობამ ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა. ჩიქოვანის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში აგრესია განახორციელა, ევროპის საბჭომ მსჯელობა დაიწყო, თუ როგორ უნდა მოეხდინა რეაგირება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობის უფლება შეუჩერდა - შეფასებები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპული საბჭოს სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთმა ევროსაბჭოს წევრობის საწევროს გადახდა შეწყვიტა და ევრ...
Tiflisi 24