გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გაერო-ში მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთი ზაპოროჟიეში მდებარე ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვისა და დაკავების გამო. როგორც „როიტერი“ წერს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან უმეტესობამ 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის განმეორების შესაძლებლობაზე აქცენტირებით „დიდი შეშფოთება“ გამოხატა. უშიშროების საბჭოს წევრების განცხადებით, თავდასხმა ეწინააღმდეგება ჰუმანიტარულ კანონმდებლობას და მათ ოფიციალურ მოსკოვს მოუწოდეს, თავი შეიკავოს სამხედრო ოპერაციისგან, რომელიც ბირთვულ ობიექტებს აქცევს სამიზნედ. აქვე, უშიშროების საბჭოს წევრებმა კრემლს მოუწოდეს, სადგურში უკრაინელი პერსონალის მუშაობა დაუშვას. გაერო-ში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, რუსეთს სადგურიდან მისი ძალების გაყვანისკენ მოუწოდა და ამავდროულად, უკრაინის ტერიტორიის არასაფრენ ზონად გამოცხადების მოწოდებით გამოვიდა, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა საჰაერო თავდასხმებისგან იქნას დაცული. გაერო-ში გაერთიანებული სამეფოს მუდმივი წარმომადგენლის თქმით, უკრაინაში შეჭრის დროსაც კი, რუსეთმა ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება უნდა დაიცვას. ამასთან, გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა უარყო დასავლეთის შეშფოთება ატომური ელექტროსადგურის თაობაზე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას „აქვს კიდევ ერთი მცდელობა, შექმნას ხელოვნური ისტერია“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთიანი ყარაბაღის საკითხს გაერო-ში განიხილავენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა - ომის 125-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster