პროკურატურამ კორუფციული დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შპს „გაგუ“-ს დირექტორის მიმართ დაუსწრებლად დაიწყო. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა და ამავე კომპანიის ყოფილმა კონსულტანტმა, ქრთამის აღების სანაცვლოდ, 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის იანვარში გამოცხადებულ ორ ტენდერში შესასყიდი პროდუქციის სპეციფიკაციები ხელოვნურად მოარგეს შპს „გაგუ“-ს, რომლის დირექტორთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. აღნიშნულის გამო, ორივე ტენდერში მონაწილეობის მიღება შეძლო მხოლოდ ზემოაღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ხელოვნურად დარჩა უკონკურენტო გარემოში და გამოცხადდა გამარჯვებულად. ორივე ტენდერში გამარჯვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტის დახმარებით, ქრთამის სახით ჯამში 215 025 ლარი მიიღო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების შემდეგ, უკანონო თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი კონსულტანტის დახმარებით, 2020 წლის აგვისტოში შეიძინა 43 850 ლარის ღირებულების ,,AUDI’’-ს მარკის Q5 მოდელის ავტომანქანა, რომელიც გამოძიების მიერ იქნა ამოღებული. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ზემოაღნიშნული თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების, ამ დანაშაულში დახმარების და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. კერძო კომპანიის დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა - უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების კვალიფიკაციით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას კორუფციის გამოვლენა და მის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა. საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილებისა და გამოვლენის მიზნით. https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურამ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის ყ...
საქართველოს პროკურატურა
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა - ოპოზიციის პროექტის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ კორუფციული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის მ...
საქართველოს პროკურატურა
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის...
საქართველოს პროკურატურა
გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნი...
საქართველოს პროკურატურა
ქრონიკა 20:00 საათზე - 10 ნოემბერი, 2025 წელი
TV IMEDI
ვანო მერაბიშვილს საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით გა...
Maestro Television