ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა - ოპოზიციის პროექტის განხილვა
ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ალტერნატიულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე და ანა ნაცვლიშვილი არიან. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი ხუთი წლის ვადით აირჩევს. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია, თანამდებობის პირების მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულების კონტროლი, კორუფციული დანაშაულების გამოძიება, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კონტროლი. ოპოზიციის წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილი უნდა იყოს, ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სააგენტოს მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს და სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა - ოპოზიციის პროექტის განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტიების ფინანსების ახალი მაკონტროლებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ერთი წელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის არჩევის პროცედურები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვის უნდა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო?
რადიო თავისუფლება
ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ინიცირება ხვალ მოხდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster