დაკავება ბათუმში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით

15.04.2021 02:05

გუშინ, 14 აპრილს, გვიან ღამით ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სპორტსმენები, რომელებიც „ნამახვანჰეისის“ საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, დააკავეს. დაკავებულია ექვსი პირი, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები და მათი ბიძაშვილები, ირაკლი და გელა ჭელიძეები. ორი დაკავებულის მამა, ჯემალ ჭელიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაკავება მხოლოდ პოლიტიკური მოტივით განხორციელდა, რადგან ისინი ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ ისინი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყება განმარტავს, „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით

დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია ბათუმში
00:58

აქცია ბათუმში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება 5 ივლისს ჩადენილი ძალადობის ფაქტზე

დაკავება 5 ივლისს ჩადენილი ძალადობის ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ოფისებში შეჭრის ფაქტზე
03:11

დაკავება ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ოფისებში შეჭრის ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბუდაღაშვილის დაკავებას აპროტესტებენ ოჯახის წევრები
01:12

ბუდაღაშვილის დაკავებას აპროტესტებენ ოჯახის წევრები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია პოლიციის მთავარ სამმართველოსთან
01:15

აქცია პოლიციის მთავარ სამმართველოსთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით
00:38

დაკავება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება სარალიძის მკვლელობის ბრალდებით
06:13

დაკავება სარალიძის მკვლელობის ბრალდებით

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო