აქცია პოლიციის მთავარ სამმართველოსთან

06.07.2019 01:15

ამ წუთებში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალდებული ზურაბ ბუდაღაშვილის ახლობლები არიან შეკრებილი. ბრალდებულის ოჯახის წევრები, ბუდაღაშვილის დაკავებას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, დაკავებული უარს ამბობს ადვოკატის მომსახურებაზე. ბუდაღაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 20 ივნისის აქციაზე დაკავებულის მხრიდან სამართალდამცველების მისამართით არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ბუდაღაშვილს და ორი დღის წინ დაკავებულ კიდევ სამ პირს, 225-ე მუხლით ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო