აქცია ბათუმში

21.05.2021 01:17

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაზარალებული მეზღვაურების დაკითხვა გრძელდება. მეზღვაურების ოჯახის წევრები გარეთ აქციას მართავენ. ისინი თაღლითურ სქემაზე საუბრობენ და დამნაშავეების დასჯას და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ. ბათუმში ათობით მეზღვაური კომპანია „ბეშიქთაშ გრუპს“ თაღლითობაში ადანაშაულებს. დაზარალებულების თქმით, თურქეთის მოქალაქეს გემზე დასაქმების სანაცვლოდ 500-დან 800 დოლარამდე გადაუხადეს, თანხის გადაცემის შემდეგ კი ის გაუჩინარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: