დაკავება 5 ივლისს ჩადენილი ძალადობის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ ორი პირი დააკავა. საუბარია მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობის, ასევე, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნისა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთმა ბრალდებულმა, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, თაბუკაშვილისა და ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მეორე ბრალდებულმა კი, იმავე დღეს, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროისთვის, 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის სულ დაკავებულია 23 პირი, კერძოდ: ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 19 პირი. ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი. ერთი პირი კი, პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაკავება 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლეო გრანდის“ ხანძრის ფაქტზე 2 პ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
„პროფესიონალის თვალი არ სჭირდებოდა იმის დანახვას, რა არ გააკ...
რადიო თავისუფლება
დაკავება ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ოფისებში შეჭრის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის საელჩოს სამძიმარი ლექსო ლაშქარავას ოჯახს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ყაჩაღობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 11:00 საათზე - 5 ივლისი, 2019 წელი
TV IMEDI