გალის რაიონში ერთ დღეში 200 კილოგრამზე მეტი ფაროსანა ჩააბარეს
აფხაზეთში აზიური ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი მიმიდინარეობს. გალის რაიონის სოფელ მზიურში (შაშიკუარა) 14 მარტს გაიხსნა პუნქტი, სადაც მოსახლეობამ მექანიკური გზით შეგროვილი მავნებელი მწერი მიიტანა. პროცესს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. მათი თქმით, მსგავსი ღონისძიებები გალის გარდა, სხვა რაიონებშიც განხორციელდება. „გალ ტვ“ მიერ გავრცელებულ მასალაში ჩანს, თუ როგორ მოაქვს მოსახლეობას შეგროვილი მწერი პაკეტებით, ტომრებით და პლასტიკის ბოთლებით მოაქვს. მათივე ინფორმაციით 1 კილოგრამ მწერში მათ 1000 რუბლი გადაუხადეს. ერთი დღის განმავლობაში 212 კილოგრამი მავნებელი შეგროვდა, რომლის უტილიზაცია სპეციალურ ადგილას დღის ბოლოს განახორციელეს. აფხაზი სპეციალისტები თვლიან, რომ მავნებლის განადგურების ეს მეთოდი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია. სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელის თამაზ ცვიჟბას თქმით, გასულ წელს, მხოლოდ გალის რაიონში 2 ტონამდე მწერი შეაგროვეს. მოსახლეობას კი 2,5 მილიონი რუბლი გადაუხადეს. მისივე ცნობით, ამის შედეგად ფაროსანას პოპულაციის პროცესი 50 % - ით შემცირდა. მანამდე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპულიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს მავნებელთან ბრძოლა შარშან შემოტანილი ქიმიკატებით გაგრძელდა. მისივე თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია, ხოლო მავნებლის მექანიკური შეგროვების დასაფინანსებლად, ბიუჯეტიდან 7 მილიონი რუბლი გამოიყო. მისივე ცნობით, ფაროსანას მექანიკური შეგროვება 4 მარტს დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გამოვლინდა დეპოპულაციის გეგმა. ეს ყველას ეხება.
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
თუ თქვენ ნერვები გღალატობთ და არ იცით რა მოიმოქმედოთ გაგიზია...
ხალხური მედიცინა
სახელმწიფო ჯანდაცვის პოლიტიკა
abkhaziagovge
გაზის გაჟონვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის საჰაერო ოპერაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველოს“ შეხვედრა ამომრჩეველთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკ...
ხალხური მედიცინა