სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ისევ დაძაბულია

17.07.2020 00:58

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ისევ დაძაბულია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განადგურებულია სომხეთის არმიის საავტომობილო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ასევე სომხეთის არმიის ყაზარმა. პარალელურად, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის არმიის მიერ დაბომბვების შედეგად, 36 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ოთხი კი დაიღუპა. სომხური მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტმა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტზე, 30-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი, აზერბაიჯანს, მძიმე არტილერიით მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის დაბომბვების შედეგად, ტავუშის რეგიონში დაზიანდა კონიაკის და ღვინის ქარხნები, საბავშვო ბაღი, წყალსადენი, გაზსადენი, ასევე დაშავდა ერთი მშვიდობიანი  მოქალაქე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
01:21

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
00:47

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაძაბული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
04:06

დაძაბული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დილიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ისევ დაიძაბა
05:37

დილიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ისევ დაიძაბა

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
00:59

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
00:47

დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
01:05

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
00:43

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო