ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ისევ დაძაბულია. მხარეები სიტუაციის გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ და სამხედრო შეტაკებების შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, დაწყებულია კონტრშეტევა. სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. გამოყენებულია მძიმე ტექნიკა და არტილერია. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 საზენიტო კომპლექსი გაანადგურა. ასევე ჩამოაგდეს სომხეთის სამხედრო ვერტმფრენი. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ეკიპაჟი ცოცხალია. სომხეთში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მთიანი ყარაბაღის არ აღიარებულმა ხელისუფლებამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. არსებული სიტუაციის ფონზე, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო შეკრება გამოაცხადა ნიკოლ ფაშინიანმაც. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ხელმძღვანელობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოქალაქეებს მიმართა და სომხური მხარე პროვოკაციაში დაადანაშაულა.მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან - ფაშინიანის განცხად...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ვითარება დაძაბულია
Euronews Georgia