სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ისევ დაძაბულია


სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ისევ დაძაბულია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განადგურებულია სომხეთის არმიის საავტომობილო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ასევე სომხეთის არმიის ყაზარმა. პარალელურად, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანის არმიის მიერ დაბომბვების შედეგად, 36 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ოთხი კი დაიღუპა. სომხური მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტმა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტზე, 30-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი, აზერბაიჯანს, მძიმე არტილერიით მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის დაბომბვების შედეგად, ტავუშის რეგიონში დაზიანდა კონიაკის და ღვინის ქარხნები, საბავშვო ბაღი, წყალსადენი, გაზსადენი, ასევე დაშავდა ერთი მშვიდობიანი  მოქალაქე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან