გურამ ოდიშარიას შეხვედრა ლიანა ისაკაძესთან
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ცნობილი მევიოლინე ლიანა ისაკაძე და ფესტივალის ორგანიზატორები მიიღო. საუბარი შეეხო ქალაქ ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადებს", რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა; ასევე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობას. „ღამის სერენადები" ოფიციალურად ქალაქ თბილისში დაიხურა. საზეიმო დახურვა გუშინ, 3 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართა.კონცერტი სოლომონ მიხოელსის კულტურის სართაშორისო ცენტრის 25-ე საერთაშორისო პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე" ფარგლებში შედგა და აღსანიშნავია, რომ საღამოზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მუსიკის საშუალებით მსოფლიოს ხალხთა დამეგობრების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, დაჯილდოვდა სოლომონ მიხოელსის პრიზით. საერთაშორისო პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე" ეძღვნება მოსკოვში არსებული სოლომოს მიხოელსის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრის დაარსების 25 წლისთავს. მიზანია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცება. პროექტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იუნესკოს პატრონაჟით ტარდება. კონცერტი, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში შედგა გამოჩენილი მევიოლინეს ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გურამ ოდიშარიას შეხვედრა ლიანა ისაკაძესთან
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიას შეხვედრა ლიანა ისაკაძესთან
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიას შეხვედრა ლიანა ისაკაძესთან
culturegovge culturegovge
შეხვედრა კულტურის სამინისტროში
culturegovge culturegovge
ჯანკარლო ჯანინი
culturegovge culturegovge
სამინისტროს ბენეფიციარების შეხვედრა მინისტრთან
culturegovge culturegovge
საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის
culturegovge culturegovge
საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის
culturegovge culturegovge