გურამ ოდიშარიას შეხვედრა ლიანა ისაკაძესთან

09/05/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ცნობილი მევიოლინე ლიანა ისაკაძე და ფესტივალის ორგანიზატორები მიიღო. საუბარი შეეხო ქალაქ ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადებს\", რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა; ასევე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობას.

„ღამის სერენადები\" ოფიციალურად ქალაქ თბილისში დაიხურა. საზეიმო დახურვა გუშინ, 3 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართა.კონცერტი სოლომონ მიხოელსის კულტურის სართაშორისო ცენტრის 25-ე საერთაშორისო პროექტის „კულტურა საზღვრებს გარეშე\" ფარგლებში შედგა და აღსანიშნავია, რომ საღამოზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მუსიკის საშუალებით მსოფლიოს ხალხთა დამეგობრების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, დაჯილდოვდა სოლომონ მიხოელსის პრიზით.

საერთაშორისო პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე\" ეძღვნება მოსკოვში არსებული სოლომოს მიხოელსის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრის დაარსების 25 წლისთავს. მიზანია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცება. პროექტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იუნესკოს პატრონაჟით ტარდება.

კონცერტი, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში შედგა გამოჩენილი მევიოლინეს ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან