ხათუნა ხუნდაძე და მანანა ანთაძე სტუმარად გადაცემა GDS დილა
კონკურსი ''საუბარი საზღვრების შესახებ'' საუკეთესო ქართული პიესის გამოსავლენად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამინისტრო, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად, აცხადებს კონკურსს:კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც დაბადებულია საქართველოში, არის საქართველოს მოქალაქე ან ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში; დრამატურგმა უნდა წარმოადგინოს ახალი პიესა „საზღვრების შესახებ", კერძოდ, როგორია ცხოვრება საქართველოში სოციალური და ეკონომიკურ- პოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში; პიესა და სინოპსისი უნდა დაიწეროს ქართულად და ახლდეს თარგმანი ინგლისურ ენაზე (სამუშაო ვარიანტი); საკონკურსო პიესა არ უნდა იყოს ამ დრომდე გამოქვეყნებული ან დადგმული; პიესები ანონიმურად გადაეცემა 5 წევრისაგან შემდგარ საერთაშორისო ჟიურის (3 ავსტრიელი და 2 ქართველი); გამარჯვებულის ვინაობა გამოცხადდება 2014 წლის თებერვალში. საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით : გამარჯვებული პიესის ავტორი მიიღებს 3500 ევროს; გამარჯვებული პიესა დაიბეჭდება 11000-იანი ტირაჟით და გავრცელდება გერმანულენოვან ქვეყნებში; ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება პიესის პრეზენტაცია; პიესა დაიდგმება გერმანიის ნაციონალური თეატრის სცენაზე. „საუბარი საზღვრების შესახებ" საუკეთესო ქართული პიესის გამოსავლენად საკონკურსო პიესები ორ ეგზემპლარად (ქართული, ინგლისური) უნდა გამოიგზავნოს 20 დეკემბრამდე ორივე მითითებულ მისამართზე: [email protected] [email protected] საკონტაქტო პირი: მანანა ანთაძე - 2 357013; 2233007; 599 207770 საკონტაქტო პირი კულტურის სამინისტროში: ხათუნა ხუნდაძე - 2990285 პროექტის ავტორი და საქართველოში კონკურსის ოფიციალური წარმომადგენელი: დრამატურგი, რეჟისორი, დოქტორი კრისტიან პაპკე. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
დრამატურგიული კონკურსი ''საუბარი საზღვრების შესახებ''
culturegovge culturegovge
კორეის თანამედროვე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა
culturegovge culturegovge
მინისტრის მოადგილეები "შუა დღეში"
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის მოადგილეები
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს ახალი გუნდი
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის მოადგილეები
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის მოადგილეები
culturegovge culturegovge
მრგვალი მაგიდა
culturegovge culturegovge