კულტურის მინისტრის მოადგილეები
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მინისტრის 4 მოადგილე დღეს ოფიციალურად წარადგინა. ალექსანდრე მარგიშვილი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ეკონომისტი, მენეჯმენტის მაგისტრი; უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიულ განვითარებას, ეკონომიკურ და იურიდიულ საკითხებს, ასევე, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გატანასა და პოპულარიზაციას, სხვა პრიორიტეტული პროგრამების მართვას, ამავდროულად იქნება სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. იური მეჩითოვი-კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე - ფოტოგრაფი, პედაგოგი, ფოტოსახელოსნოს „მეჩითოვი-დეისაძე" დამფუძნებელი და ლექტორი; უხელმძღვანელებს ხელოვნების დარგების განვითარების სფეროს. ხათუნა ხუნდაძე-კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე - თავისუფალი ხელოვანი, ხელოვნების მაგისტრი, კულტურის მენეჯერი; უხელმძღვანელებს სახელოვნებო განათლების, ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის სფეროებს და კულტურის სამინისტროში ახლად ჩამოყალიბებულ თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიმართულებას. მარინე მიზანდარი-კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქართული ხელოვნების მკვლევარი, საერთაშორისო ექსპერტი კულტურის, ინსტიტუციური განვითარებისა და კომუნიკაციის სფეროებში; უხელმძღვანელებს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და საერთაშორისო პროგრამების განვითარების სფეროებს. http://www.mcs.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კულტურის მინისტრის მოადგილეები
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის მოადგილეები
culturegovge culturegovge
მინისტრის მოადგილეები "შუა დღეში"
culturegovge culturegovge
იური მეჩითოვი მაესტროს პრესკლუბში
culturegovge culturegovge
სომხეთის კულტურის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
culturegovge culturegovge
სომხეთის კულტურის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
culturegovge culturegovge
გადაცემა "სუბიექტური აზრი"
culturegovge culturegovge
კულტურის სამინისტროს ახალი გუნდი
culturegovge culturegovge