კულტურის სამინისტროს ახალი გუნდი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მინისტრის 4 მოადგილე ოფიციალურად წარადგინა. ალექსანდრე მარგიშვილი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ეკონომისტი, მენეჯმენტის მაგისტრი; უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიულ განვითარებას, ეკონომიკურ და იურიდიულ საკითხებს, ასევე, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გატანასა და პოპულარიზაციას, სხვა პრიორიტეტული პროგრამების მართვას, ამავდროულად იქნება სამინისტროს საპარლამენტო მდივანი. იური მეჩითოვი-კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე - ფოტოგრაფი, პედაგოგი, ფოტოსახელოსნოს „მეჩითოვი-დეისაძე" დამფუძნებელი და ლექტორი; უხელმძღვანელებს ხელოვნების დარგების განვითარების სფეროს. ხათუნა ხუნდაძე-კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე - თავისუფალი ხელოვანი, ხელოვნების მაგისტრი, კულტურის მენეჯერი; უხელმძღვანელებს სახელოვნებო განათლების, ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის სფეროებს და კულტურის სამინისტროში ახლად ჩამოყალიბებულ თანამედროვე ხელოვნების განვითარების მიმართულებას. მარინე მიზანდარი-კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქართული ხელოვნების მკვლევარი, საერთაშორისო ექსპერტი კულტურის, ინსტიტუციური განვითარებისა და კომუნიკაციის სფეროებში; უხელმძღვანელებს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და საერთაშორისო პროგრამების განვითარების სფეროებს. http://www.mcs.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კულტურის სამინისტრომ ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა
TV IMEDI
მუსიკალური საღამოები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
VAQO The Land of Kartvelians FULL ALBUM
VAQO MUSIC
ლევან თუთბერიძის ახალი ფილმის " მოირა" გადაღებები
culturegovge culturegovge
ნიკოლოზ რურუას ვიზიტი ფოთში
culturegovge culturegovge
ნიკოლოზ რურუა ფოთის ფესტივალზე
culturegovge culturegovge
გამოფენა ,,პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში“
culturegovge culturegovge