ატესტატების დუბლიკატები ფასიანია


ატესტატების დუბლიკატები ფასიანია. ამის შესახებ თელავის რესურსცენტრისა და იუსტიციის სახლის წარმომადგენლები საუბრობენ. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა, მომდევნო წელს განმეორებითი გამოცდების ჩაბარებისას ის ატესტატის დუბლიკატს აიღებს. კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში მისი ფასი 25 ლარია, დუბლიკატის დროზე ადრე გაცემის შემთხვევაში კი, მსურველმა 50 ლარი უნდა გადაიხადოს. ატესტატებს იუსტიციის სახლი გასცემს. საატესტატო პროცესები 20 ივნისიდან იწყება და 31 დეკემბრს მთავრდება. 2014 წლის დასაწყისიდან კი განაცხადები დუბლიკატისთვის იქნება განკუთვნილი.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/14cCv8h

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან