დევნილთა პოლიკლინიკის ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლებას აპროტესტებენ

01/08/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის 11 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს და აღდგენას მოითხოვს. ისინი აქციას დაწესებულებასთან დილიდან მართავენ. მათ დირექტორისგან ოთარ შენგელიასგან იმ მიზეზების დასახელება მოითხოვეს, რის გამოც მათ ხელშეკრულების ვადა აღარ გაუგრძელდათ.

“ჩვენი გათავისუფლება არის უკანონო გადაწყვეტილება. წლებია აქ ვმუშაობთ, არანაირი დარღვევა და გადაცდომა არ გვქონია, ვმუშაობდით ისე, როგორც გვავალებდნენ“, - აღნიშნეს მათ.

თავის მხრივ, ოთარ შენგელია ამბობს, რომ ამ დროისთვის ხელშეკრულების ვადა 9 თანამშრომელს არ გაუგრძელდა.
„5 მათგანი სამსახურებრივი გადაცდომის გამო გავუშვი სამსახურიდან, რაც შეეხებ დანარჩენ ოთხ თანამშრომელს, გვაქვს ფინანსური კრიზისი და მე მათ დავპირდი, რომ, როგორც კი პრობლემები მოგვარდება, აღვადგენ სამსახურში“, - აღნიშნა შენგელიამ.

ადგილზე ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანი წითლიძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, ის აქ ყოფილი თანამშრომლების თხოვნით მოვიდა და მათ გათავისუფლებას ხელმძღვანელობისთვის სასურველი კადრების მოყვანით ხსნის.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან