ევროკავშირში სამოგზაურო ციფრული დოკუმენტი
ევროკავშირში სამოგზაუროდ საჭირო ციფრულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხება მიღწეულია, - აცხადებენ ევროპარლამენტში. როგორც ცნობილია, დოკუმენტში მოცემული იქნება ინფორმაცია, რომ ევროპაში მოგზაურობის მსურველს გაკეთებული აქვს ვაქცინა, ჩატარებული აქვს კოვიდტესტი ან გადატანილი აქვს „კოვიდ-19“. გამონაკლისის სახით, ევროკავშირის მოქალაქეები ციფრულ სერტიფიკატს იმ შემთხვევაშიც მიიღებენ, თუ ისინი ამ პირობებიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებენ. დოკუმენტის მიღებას შეძლებენ ის ადამიანებიც, ვისაც ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ეგრეთწოდებულ მწვანე სერტიფიკატს, რომელიც ტურისტებს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში მოგზაურობის საშუალებას მისცემს, მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ, რომლებსაც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული. დღეის მონაცემებით, ასეთია კომპანია „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა. თუმცა, ევროკავშირის სახელმწიფოებს ექნებათ უფლება, ასევე დაუშვან ის მოგზაურები, ვისაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა აქვთ გაკეთებული, მათ შორის ჩინური „სინოფარმი“ და „ასტრაზენეკას“ ინდური ვარიანტი „კოვიდშილდი“. სამოგზაურო დოკუმენტის ოფიციალური სახელწოდება იქნება „ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატი“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ჩინეთიდან მგზავრებს „კო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო გამოხმაურებები უკრაინაში რუსულ ინტერვენციაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 24 მაისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მინსკში თვითმფრინავი იძულებით დასვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ევროპული პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამედიცინო მარიხუანა და ევროკავშირი: პაციენტების ხმა | საკვი...
Girchi • გირჩი