ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ჩინეთიდან მგზავრებს „კოვიდ-19“-ის ტესტირების საბუთი მოსთხოვონ
ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას უწევს, რომ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს „კოვიდ-19“-ის ტესტირების დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვონ. მათივე ცნობით, კორონავირუსის ტესტი უნდა ჩატარდეს ფრენის დაწყებამდე არაუმეტეს 48 საათისა. ევროკავშირში ასევე შეთანხმდნენ, რომ ჩინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით რეისებზე მგზავრებმა უნდა ატარონ სამედიცინო ნიღბები ან რესპირატორები, გარდა სხვა ჰიგიენური ზომებისა, რაც შეიძლება ეროვნული ხელისუფლების მიერ იყოს დაწესებული. წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, ჩაატარონ „შემთხვევითი ტესტირება“ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებზე. გადაწყვეტილება, რომელიც იურიდიულად სავალდებულო არ არის, მიღებულია ევროკავშირის „ინტეგრირებული პოლიტიკური კრიზისის რეაგირების (IPCR)“ ჯგუფის მიერ. ეს არის ორგანო, რომელიც ეხმარება კრიზისების მართვის კოორდინაციას 27 წევრ სახელმწიფოს შორის. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი, დააწესა საკუთარი ცალმხრივი სამოგზაურო ზომები ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მასობრივი გავრცელების საპასუხოდ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირი უცხოელთა მოგზაურობის აკრძალვისკენ მოუწოდებს
ამერიკის ხმა
#მოამბე 21 საათზე, 7 ივნისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაჭიანურებული ნებართვა
Formula News
რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster