გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია

08.06.2023 02:35

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ავსტრალიის, ლიეტუვის, ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და უკრაინის დელეგაციებმა და გაერო-ს წევრ ქვეყნებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია
05:39

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია
01:37

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია
02:22

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია - შეფასებები თბილისში
01:26

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია - შეფასებები თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია - შეფასებები
03:05

გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველომ გაერო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირა
02:28

საქართველომ გაერო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჩეხეთი გაერო-ს რეზოლუციას აკრიტიკებს
00:46

ჩეხეთი გაერო-ს რეზოლუციას აკრიტიკებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება
00:40

გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო