საქართველომ გაერო-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირა
საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიას გმობს. დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“. რეზოლუცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ ცნონ ანექსიაზე რუსეთის პრეტენზიები და მოითხოვონ ანექსიის დეკლარაციის დაუყოვნებლივ უკან გაწვევა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა. „საქართველო გმობს რუსეთის ფსევდორეფერენდუმის შედეგად უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობას და კიდევ ერთხელ აცხადებს მის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიებისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და ტერიტორიულ წყლებში, – ამის შესახებ გაერო-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა. ელჩის თქმით, უკრაინას ახლა ყველა გვერდით უნდა დაუდგეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-მ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკოსები გაერო-ს რეზოლუციას აფასებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#BMGLIVE #საქმისკურსი ანნა ლაპიაშვილთან ერთად - 19:00 / 05.0...
გაეროს რეზოლუცია ციფრებში - ვინ არის მომხრე და ვინ არა
ამერიკის ხმა