პოლიტიკოსები გაერო-ს რეზოლუციას აფასებენ

05.06.2019 01:55

ნიუ იორკში გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა თბილისში, სადაც მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის მხარდაჭერა ქართული დიპლომატიის მორიგი გამარჯვებაა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი რეზოლუციები საგარეო პოზიციების გასამყარებლად  მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა მას ხელისუფლების მხრიდან სჭირდება სწორი პოლიტიკური სტრატეგია და ნაბიჯები. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ წლიდან წლამდე შენარჩუნებული მხარდაჭერა უკვე არის მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ ოკუპაციის თემა კვლავ აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად – საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. გაერო-ს რეზოლუციას შეფასებები მოყვა საკანონმდებლო ორგანოში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ემზარ კვიციანის ისტორია - “საქართველოს დაბადება”

ემზარ კვიციანის ისტორია - “საქართველოს დაბადება”

აშშ-ს პრეზიდენტის მუქარა თურქეთს
03:56

აშშ-ს პრეზიდენტის მუქარა თურქეთს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია
04:36

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება - პოლიტიკოსების შეფასება
01:44

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება - პოლიტ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

16 წლის ეკოაქტივისტი
04:13

16 წლის ეკოაქტივისტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიმართვა სააკაშვილის შეწყალების თაობაზე - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

მიმართვა სააკაშვილის შეწყალების თაობაზე - შეფასებები პოლიტიკ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლას აფასებენ
03:16

პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლას...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული დასის“ მიერ ორგანიზებული აქცია პარლამენტთან
00:42

„ქართული დასის“ მიერ ორგანიზებული აქცია პარლამენტთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო