მიმართვა სააკაშვილის შეწყალების თაობაზე - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
უკრაინის უმაღლესმა რადამ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობაზე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისადმი მიმართვის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა. უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს, დაეხმარონ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს დმიტრო ლუბინეცს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან წვდომის მოპოვებაში. რადა ასევე მიმართავს სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების ჰუმანიტარული აქტის ან უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში მისი სამკურნალოდ გადაყვანის ხელშეწყობის თხოვნით. რადა ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, ნატო-ს, ბისეკ-ისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის, ან საქართველოს მთავრობის მიერ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გაგზავნის შესახებ. თავის მხრივ, 44 ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში მკურნალობის უფლება მისცენ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ძირითადი ადამიანური თანაგრძნობისა და ყოველი ინდივიდის უფლებას, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 44 ევროდეპუტატი აწერს ხელს. აღნიშნული განცხადებები ისევ შეფასებების თემაა პოლიტიკოსებს შორის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
განკარგულება შეწყალების თაობაზე 3000-მდე პირმა გაიტანა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა ზურაბიშვილს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა ზურაბიშვილს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის სისტემური დანაშაულები - ყოფილი პოლიტპატიმარი გიო...
TV IMEDI
კითხვები "ემპათიას" დაანონსებული დასკვნის ობიექტურობაზე
TV IMEDI
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა - სააკაშვილის მიმართვა ზურაბიშვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის საქმე - პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციის მონაწილეების მოთხოვნა და პრეზიდენტის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster