პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის გაეროს ტრიბუნაზე გამოსვლას აფასებენ

26.09.2019 03:16

ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, საქართველოსა და მსოფლიოს მთავარი გამოწვევები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები, - ასეთია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნაზე თითქმის ნახევარსაათიანი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. პრეზიდენტის განცხადებით, ის ტრიბუნაზე საუბრობდა იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც საოკუპაციო ზოლთან ცხოვრობენ, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, სადაც ე.წ. საზღვრების გადაწევა აქტიურად მიმდინარეობს, რაც შეუძლებელს ქმნის მშვიდობიან ცხოვრებას. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე და საერთაშორისო მისიებზე, რომელშიც ქვეყანა წლებია მონაწილებს. გაეროში პრეზიდენტის პირველი გამოსვლა კრიტიკის საგანია ოპოზიციისთვის, მმართველი გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა პოლიტიკური ტრიბუნის სათანადოდ გამოყენება. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს უფრო გარკვევით უნდა ელაპარაკა რუსულ ოკუპაციაზე. ოპოზიციისგან განსხვავებით მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა ტრიბუნა სწორად გამოიყენა და მსოფლიოს სწორი გზავნილებით მიმართა, თუმცა მმართველ გუნდშიც აღმოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს გაეროში უფრო მეტის თქმაც შეეძლო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მიმართვა სააკაშვილის შეწყალების თაობაზე - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

მიმართვა სააკაშვილის შეწყალების თაობაზე - შეფასებები პოლიტიკ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვინ უერთდება ზურაბიშვილის ქარტიას
08:03

ვინ უერთდება ზურაბიშვილის ქარტიას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ - შეფასება
02:01

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ - შეფასება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის განხილვის შესახებ პოლიტიკოსები ეხმაურებიან
02:23

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გან...

Euronews Georgia

სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაჟღერებულ მუქარას დიპკორპუსის წარმომადგენლები ეხმაურებიან
01:16

სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაჟღერებულ მუქარას დიპკორპუსის წა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
01:53

პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
02:17

პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები
04:53

პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო