გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება

17.09.2022 00:40

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის პრეზიდენტს 77-ე სესიაზე ვირტუალურ ფორმატში სიტყვით გამოსვლის ნება დართო. შესაბამის რეზოლუციას გაერო-ს 101-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის იყო საქართველოც. ზელენსკის სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგია რუსეთი, ბელორუსი და კიდევ ხუთი ქვეყანა. გაერო-ს 19-მა წევრმა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. მედიის ინფორმაციით, მანამდე გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში უკრაინის ლიდერის დისტანციურად მონაწილეობა წესების დარღვევაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: