#მოამბე 21 საათზე, 24 მაისი, 2021 #LIVE

24.05.2021 01:07:51

• პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ, გაშლილი კარვები და სცენა პირველი რესპუბლიკის მოედანზე - ორგანიზატორები მოქალაქეებს 26 მაისის აღნიშვნის ნაცვლად აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ და მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან

• დასავლეთი მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციებით იმუქრება - აშშ და ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას სამგზავრო თვითმფრინავის გატაცებაში ადანაშაულებენ და დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვენ

• საქართველომ „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყო - პრეპარატი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში გამოიყენება და სპეციალისტთა განმარტებით, ვირუსისგან 80%-ით გვიცავს. მარაგების შევსება და მასობრივ იმუნიზაციაზე გადასვლა მომავალი თვიდან იგეგმება

• პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის განხილვას ხმაური მოჰყვა - საკომიტეტო მოსმენაზე ოპოზიციის შეთავაზებული დოკუმენტი ჩავარდა. შეთანხმების ხელმომწერი პარტიები სამართალდამცველთა ამნისტირების ფორმას აპროტესტებენ

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine