#მოამბე 21 საათზე, 24 ივნისი, 2021 #LIVE

24.06.2021 01:13:30

• „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აცრა დროებით შეჩერდა, ხოლო 5 000-მდე ადამიანს მეორე დოზის ჯავშანი გაუუქმდა - შექმნილი დეფიციტის მიზეზებს ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახური სწავლობს • გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულთა პრობლემები გრძელდება - ჩარევის შედეგად, სხვა სამუშაოზე გადაყვანილი 11 მოქალაქე დამსაქმებელთან ანაზღაურებაზე ვერ შეთანხმდა და საქართველოში დაბრუნებას გეგმავს • ყირიმის სანაპიროს მახლობლად რუსეთსა და ბრიტანეთს შორის დაძაბულობა იზრდება - რუსეთი ბრიტანეთის სამხედრო გემს ტერიტორიული წყლების დარღვევაში ადანაშაულებს და განმეორების შემთხვევაში ცეცხლის გახსნით იმუქრება; ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ხომალდი საერთაშორისო წყლებში კანონიერად იმყოფებოდა • კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენად ქცეული ფილმი „მონანიება“ კანის ფესტივალზე ბრუნდება - სექციაში „კანის კლასიკა“, სამი ჯილდოს მფლობელი სურათი აღდგენილი გამოსახულებით და ციფრული ვერსიით იქნება წარმოდგენილი ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: