ევროპარლამენტის გადაწყვეტილება
ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ ცნოს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. შესაბამის გადაწყვეტილებას 540-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, ექვსი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, 36-მა კი თავი შეიკავა. აქტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ორივე ინსტიტუტის მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევა. ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსირება უკანონოა. ასევე ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპული ეკონომიკური ზონის მოკავშირეებმა აღარ უნდა მიიღონ რუსეთის მიერ აღნიშნულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. ინიციატივის შესაბამისად, კომისია კონსულტაციას გამართავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგენს რუსული სამოგზაურო დოკუმენტების სიას, რომელიც მომავალში არ უნდა აღიარონ. ევროპარლამენტის წევრებმა ასევე განიხილეს საბჭოს ინიციატივაში შესატანი ცვლილებები. როგორც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, დეპუტატებს სურთ ხაზი გაუსვან, რომ ყველას აქვს უფლება გაექცეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ევროკავშირში ჰუმანიტარული საფუძვლით შევიდეს. ევროპარლამენტის პოზიცია ასევე აძლევს ევროკომისიას უფლებას, ოკუპირებული ტერიტორიების სიაში დაამატოს ან ამოიღოს ახალი რეგიონები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
"საზღვრის ყველასთვის გახსნამ შესაძლოა უსაფრთხოების უდიდესი რ...
ამერიკის ხმა
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი, "ოცნებაბ" ქ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
მიღება პარლამენტში - საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე ევროპარ...
Parliament of Georgia
მაგდა ანიკაშვილისა და გიორგი ფუტკარაძის მონოლოგი 09 11 2023
TV IMEDI
საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის ელჩებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან
TV IMEDI
საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი პროცესი
TV IMEDI
ქრონიკა 20:00 ს:აათზე - 15 მარტი, 2022 წელი
TV IMEDI