უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება
უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. დილიდან ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სიგნალები იყო ჩართული. ღამის განმავლობაში რუსებმა ორჯერ დაბომბეს ზაპოროჟიე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსების სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვის რამდენიმე რაიონში. დაბომბვების შედეგად ცეცხლი გაჩნდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინტენსიურად იბომბება დონეცკის ოლქი, სადაც ერთი ადამიანის დაიღუპა, ორი კი დაშავდა. გენშტაბის ინფორმაციით, რუსებმა გასულ ღამეს დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით სცადეს შეტევის დაწყება, თუმცა უკრაინის ძალებმა მათი მოგერიება შეძლეს. განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები ავდეევკის და ბახმუტის მიმართულებით მიმდინარეობდა. ამასთან, კიევში განაცხადეს, რომ ოკუპირებულ ტოკმაკში რუსების საბრძოლო მასალების საწყობი ააფეთქეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ექვსი თვის მანძილზე რუსების 45 700-ზე მეტი ჯარისკაცი იქნა განადგურებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 109-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 188-ე დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 233-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მეორე ფაზა უკრაინაში - 56-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - 21 ოქტომბერი, 20...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება
TV IMEDI
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster