ომის 188-ე დღე - ვითარება უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. რუსების მიერ ხერსონში განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია ოთხი დასახლება. შეიარაღებული ძალების განცხადებით, ხერსონის მიმართულებით, რუსეთის პოზიციებზე 220 საარტილერიო დარტყმა განხორციელდა, შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგის 159 მებრძოლი და 60 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ამასთან, დარტყმები განხორციელდა ანტონოვკას საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებზე, რათა პოზიციების გამაგრება მოხერხდეს. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის ძალები ხერსონს უახლოვდებიან. ქალაქთან ახლოს სროლების და აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინული მხარის ცნობით, ხერსონის ოლქში უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე საარტილერიო დარტყმები განახორციელეს რუსებმაც. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ყველაზე მეტად ორი დასახლება დაზარალდა, სადაც რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. პარალელურად, რუსეთი არ წყვეტს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების დაბომბვებს. დღეს ორჯერ დაიბომბა ქალაქი ხარკოვი. გარდაცვლილია ხუთი და დაშავებულია 11 პირი. კვლავ დაიბომბა ქალაქი მიკოლაევი, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთი არ წყვეტს ზაპოროჟიეს დაბომბვებსაც. დღეს კიევში ჩავიდნენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები, რომლებიც მიმდინარე კვირის ბოლოს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჩავლენ და იქ არსებული ვითარებას შეისწავლიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის 188-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვლად ტროიცკი / Vlad Troitsky
ლავრენტიჩი ომის ამბებს იხსენებს!
Barry Allen
ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის ომის გმირები გაიხსენეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იოსებ ნონეშვილის ლექსი სამამულო ომის თემაზე. კითხულობს...
Lela Mukhuradze
რას ითხოვდნენ აგვისტოს ომის დროს დაღუპულის დედები პრეზიდენტი...
www. tspress.ge
სტალინი ჰიტლერი და მე / 2 მსოფლიო ომის მუზეუმში / პოლონეთში...
ik ben maria
ვითარების დამახინჯების მცდელობები რუსეთ-უკრაინის ომის დროს
Euronews Georgia